საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში.
„კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.