ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გოჩა ჭუბაბრია დაინიშნა.
გოჩა ჭუბაბრია დაიბადა 1961 წლის 6 ოქტომბერს ვანში.
1978 წელს დაამთავრა სოფელ ისრითის საშუალო სკოლა.
1986 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის,ეკონომიკის და საქონელთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1986-1987 წლებში მუშაობდა პოდოლსკის ელექტრომექანიკური ქარხნის ვანის წარმოებაში „სვეტი“, ეკონომისტის პოზიციაზე.
1988-1991 წლებში სტატისტიკის ვანის რაიონულ განყოფილებაში იყო განყოფილების გამგის მოადგილე.
1991-2000 წლებში ხელმძღვანელობდა სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვანის რაიონულ განყოფილებას.
2000-2001 წლებში იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ვანში.
2001-2003 წლებში იყო ვანის რაიონის გამგებლის მოადგილე.
2004-2005 წლებშიხელმძღვანელობდა ვანის გამგეობის ეკონომიკის სამსახურს.
2005-2007 წლებში კი იყო სოციალური სუფსიდიის სააგენტოს უფროსი ვანში.
2008-2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დასავლეთის ფილიალის ადმინისტრაციას.
2017 წლის 13 ნოემბრიდან, 2021 წლის 14 თებერვლამდე იყო, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
2021 წლის 15 თებერვლიდან არის, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.