ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამ შეზღუდვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი გამოცდილებით, ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში მივყვებოდით.
მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით შეზღუდვები, რომლებიც დარჩა. გადაადგილების შეზღუდვა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად, შედეგი დაგვანახა და ჯერჯერობით მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ იდეალური არ არის.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილური, მისაღებია, თუმცა ეს არ არის იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა, გვქონდეს. უკეთესი იქნებოდა, დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლები იყოს, ხოლო დღიური შემთხვევები ხუთასს კი არ აღწევდეს, არამედ ასის ფარგლებში იყოს. ასევე, არ იყოს ვირუსის გავრცელების მაღალი შესაძლებლობა. ეს იქნებოდა კარგი მდგომარეობა. ამდენად, დღევანდელი შემსუბუქების პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ვითარება შენარჩუნდეს და გაუარესება არ მოხდეს. გახსნების პირობებში, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება მოგვცემს საფუძველს, ვიფიქროთ დარჩენილი შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.