„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პავილიონისი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მან საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა და მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„პავილიონისი არის პოლიტიკოსი, ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი განცხადებები შეიძლება უფრო რბილადაც ჩავთვალოთ, ვიდრე ამერიკის კონგრესში გაკეთებული განცხადებები. გაცილებით უფრო მძიმე, მწარე განცხადებები გაკეთდა როგორც ამერიკის კონგრესში, ასევე ევროპარლამენტში და სხვა პოლიტიკური ფიგურების მიერ. ეს ადამიანი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა და მისმა განცხადებებმა ზოგს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თვალი აუხილა. მისი ვიზიტი ამ კუთხით იყო ძალიან ნაყოფიერი. პოლიტიკოსის და მით უმეტეს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირდაპირი მოვალეობაა პოლიტიკური შეფასების გაკეთება და მან არსებული ვითარება სწორად შეაფასა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.