კახაბერ ოქრიაშვილი: მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს წალკაში, დმანისში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში!
25-02-2021, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! შემოუერთდით მშვიდობიან მსვლელობას თავისუფლებისათვის, რომელიც 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება, - ამის შესახებ მიმართვას სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი წალკისა და დმანისის ოლქიდან, ამჟამად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კახაბერ ოქრიაშვილი ავრცელებს.

 


„ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ, სამართლიან, მუდმივად განვითარებად საზოგადოებასა და ქვეყანაში!

 


ვისაც არ სურს იცხოვროს უსამართლობაში, სიდუხჭირესა და გამუდმებულ შიშში!

 


მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას თავისუფლებისათვის, რომელიც 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.

 


მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! არავინ მოვა და მოგვიტანს პირად თავისუფლებას, განვითარებას, კეთილდღეობას. ერთად გამოვიდეთ უმოქმედობის ზონიდან და შევუერთდეთ ამ მშვიდობიან, სახალხო მოძრაობას.

 


ყველას გელოდებით 26 თებერვალს - ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი ჩვენს ხელშია!“, წერს სოციალურ ქსელში კახაბერ ოქრიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი