არის რეალური მცდელობა იმისა, რომ ერთმანეთის დემონიზაციის გზით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკიდურესად დაძაბონ ქვეყანაში ვითარება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილთან მისი და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"აბსოლუტურად ვთანხმდებით იმაში, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, რომლის პირობებშიც ერთი პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნება" და მეორე პოლიტიკური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას და რეალურად პროცესების ქუჩაში გადატანას, რაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად მიუღებელი სახელმწიფოსთვის. მიგვაჩნია, რომ უდიდესი პასუხიმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომ აბსოლიტურად სრულყოფილად იქნას დაცული კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" არ დაუშვებენ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის ერთმანეთის დემონიზაციის ფონზე, ქვეყანაში ვითარება აირიოს.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეთ და ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორესაც გამოვუტანოთ საკუთარი განაჩენი. ეს განაჩენი უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მისი თქმით, ეს არის მნიშვლოვანი.
"მიუხედავად იმისა, რამდენად მიკერძოებულია "რუსთავი 2", დღეს ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიაა და არ შეიძლება ასეთი იერიშის მიტანა", - განაცხადა ჩიქოვანმა. მისი თქმით, ფონი, რომელიც ახლავს განვითარებულ მოვლენებს, არის უმძიმესი.
"ის ვითარებები და გარემოებები, რომელიც სასამართლო პროცესს ახლავს, რომელიც წუხელ საღამოს გაკეთდა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, არის საფუძველი მყისიერი გამოძიების დაწყების. ეს გამოძიება ძალიან სწრაფად უნდა დამთავრდეს და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ არა დაპირსპირების, ქუჩაში გამოსვლის ფონზე მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ ადეკვატური, ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და რა თქმა უნდა, ყველაფერი სამართლის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, არის რეალური მცდელობა იმისა, რომ ერთმანეთის დემონიზაციის გზით "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკიდურესად დაძაბონ ქვეყანაში ვითარება და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, რაც ჩიქოვანის თქმით, ორივეს აწყობს, "რადგან რეალური არჩევნების პირობებში მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ ქართველ ხალხთან".
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტი მრჩევლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.