„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად - ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის მისაბაძია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან - დავით სერგეენკოსთან, ირაკლი ბერაიასთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.