„ამერიკულ სამხედრო ბაზას ივანიშვილი გაგვიხსნის? ხომ აორთქლდა იმ წუთში პუტინისგან“ - ნათელაშვილი აცხადებს, რომ ერდოღანი და რუსეთი ერთად იყოფენ სამხრეთ კავკასიას და „ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა აქ“
25-02-2021, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე ერდოღანი და რუსეთი ერთად იყოფენ სამხრეთ კავკასიას და „ისე რთულად მიდის საქმეები, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა აქ“. „ამერიკულ სამხედრო ბაზას ივანიშვილი გაგვიხსნის? ხომ აორთქლდა იმ წუთში პუტინისგან“, თქვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 


„100 წელი შესრულდა ოკუპაციიდან, როდესაც ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ეს ოკუპაცია იყო არა მარტო რუსეთის მიერ, თურქეთის მიერ. ათათურქი და რუსეთი ერთად მოქმედებდნენ, გაიყვეს საქართველო, დავკარგეთ ტაო-კლარჯეთი, დავკარგეთ საინგილო, ჰერეთი, დავკარგეთ ყარიას ველები, აი, ის გარეჯიც, სწორედ მაშინ ჩაისახა ამის დაკარგვა და ყველაფერი და 100 წლის შემდეგ, რაღაც საოცარი კანონზომიერებები აქვს ისტორიას - ისევ, რუსეთი და თურქეთი ერთად არიან, ერდოღანი და რუსეთი ერთად იყოფენ ამიერკავკასიას, აზერბაიჯანში ერთობლივი პატრულირება და კომენდანტის პუნქტები აქვთ გახსნილი, სომხეთში უკვე პუტინი გამაგრდა მთლიანად. გეოპოლიტიკური გამოწვევა დაისახა ახალი, როდესაც სატრანზიტო გზების გავლა ჩვენს გარეშე სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანის გარეშე განხორციელდება. თუ ჩვენ დროზე არ შევცვალეთ ხელისუფლება, არ დავუბრუნდით ვექტორს განვითარების, ვექტორს სწორი სტრატეგიის, არ მოვიცილეთ, არ მოვიცილეთ ეს პუტინიზმი ჩვენს პოლიტიკაში და არ გავშალეთ მხრები ფართოდ და არ მოგვეცა საშუალება, ბოლოს და ბოლოს, ისე რთულად მიდის საქმეები, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა აქ. ამერიკულ სამხედრო ბაზას ივანიშვილი გაგვიხსნის? ხომ აორთქლდა იმ წუთში პუტინისგან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   სერგო კალაძე
      
ჯოსეფას მიაწვდინეთ ხმა როგორმე ამერიკაში, უკვე დროა თქო, შემოიყვანოს ჯარი და დაგვიპყროს როგორმე თორე ცუდათ არის სამქმე, მართლა გაგვყოფენ შუაზე თურქეთი და რუსეთი ეგ ძაღლისშვილები...
SOS...SOS..
26 თებერვალი 2021 04:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი