თავდაცვის ძალების სამხედროები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. სპეციალურად სამხედროებისთვის ორგანიზებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პერიოდის მემუარული ხელნაწერები და მემორიალური ნივთები.
პირადი შემადგენლობა გაეცნო გენერალ გიორგი კვინიტაძის ხმოვან ჩანაწერს, მის კუთვნილ ნივთებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი რუკის ფრანგულ გამოცემასა და იმდროინდელ პრესაში ოკუპაციის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ არაერთ პუბლიკაციას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომლობით აღდგენილი გენერალ კვინიტაძის აღდგენილი სამოსის კოლექციაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.