„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართება.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.