მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ რევაზ ჩარკვიანთან შეხვედრა გამართა
25-02-2021, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, მუნიციპალური ახალგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ რევაზ ჩარკვიანთან შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორის განხილული იქნა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც, ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა.

 


აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, მესტიის მუნიციპალიტეტში, მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნა იყო, რაც ახალაგზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს,

 


ახალგაზრდობის სააგენტოსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, დაბა მესტიაში ბეთქილის პარკში მდებარე ახალგაზრდულ ცენტრში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა. ამისთვის სააგენტომ მუნიციპალიტეტს პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.

 


სააგენტო მხარდაჭერას გაუწევს, რომ ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი