ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერის მოადგილე - არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მნაცაკან ბაბაჯანიანი, სპეციალისტები და დეპუტატი ესწრებოდნენ.
ამჯერად, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: გორელოვკა, ორლოვკა, სპასოვკა, სამება, ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი.
ნინოწმინდის მერიის ცნობით, კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფ. გორელოვკა
პირუტყვის სასმელი წლის ლოკაციის მოწყობა;
ხიდის რეაბილიტაცია.
სოფ. ორლოვკა
საძოვრის ტერიტორიის შემოღობვა
სოფ. სპასოვკა
პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება/ ტუმბოს შეძენა, მონტაჟი, ელენერგიის გაყვანა.
სოფ. სამება
საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობა.
სოფ. ჟდანოვაკანი
საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობა.
სოფ. ეფრემოვკა
საბავშვო სათამაშო მოედნის შემოღობვა;
გარე განათების მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.