პრემიერ-მინისტრი მთავრობის მთავარ გამოწვევაზე საუბრობს
18-02-2014, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებული ფორუმი მიმდინარეობს, განაცხადა, რომ "ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს".

 

 

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ განვიხილოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებები. ეს ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, რომელთა უშუალო მონაწილეობითა და დახმარებითაც შემუშავდა ეს დოკუმენტები. ნება მომეცით, დიდი მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა, სინამდვილეში "ეს ასე არ იყო".

 


"ხელისუფლება უხეშად ერეოდა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც თავისი უარყოფითი შედეგები გამოიღო. მათ თავი მოსწონდათ იმ ციფრებით, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ზრდას გამოხატავდა, რეალურად კი სურათი სულ სხვაგვარი იყო - ეკონომიკური ზრდა არ აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის - ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს.

 


ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა საქართველოში შექმნას ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთნაირ წესებს დაემორჩილება. წინა წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუქმდა ზოგიერთი რეგულაცია ან მარეგულირებელი ინსტიტუტი, რომელიც წარმოუდგენელია არსებობდეს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანაში, რისი ამბიციაც საქართველოს აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია ასევე ინკლუზიური ზრდის მიღწევა.

 


"ამისათვის კი საჭიროა მრავალი რეფორმის განხორციელება და აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ვისარგებლოთ საერთაშორისო გამოცდილებით, რათა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებული რეფორმები და ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური გავხადოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ მზად ხართ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისათვის და დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. კარგი იქნება, თუ გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ცალკეულ სამინისტროებთან, მათ შორის კონკრეტულ რეფორმებზე. როგორც იცით, შემუშავებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც არის კონცეპტუალური დოკუმენტი. ახლა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში მიმდინარეობს რეფორმების სამოქმედო გეგმების შემუშავება. ჩვენ შევქმენით მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, დაგეგმილია ღონისძიებები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად, მიმდინარეობს მსჯელობა საპენსიო რეფორმის გატარებაზე და სხვა", - აღნიშნა დასასრულს პრემიერმა ღარიბაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი