ცნობილი ჰოლანდიელი ტრენერი კლარენს ვან დერ პუტი არასამთავრობო ორგანიზაცია – „პოზიციის“ ორგანიზებითა და „TVFree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით 23 ოქტომბერს, 13:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებისთვის თემაზე: ,,პიარის გავლენა ლიდერებისთვის“ მასტერკლასს გამართავს. შეხვედრა სასტუმრო ,,ვეძისის“ (მის: ზოვრეთის ქ.32) საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
კლარენს ვან დერ პუტი გახლავთ საერთაშორისო დონის დამოუკიდებელი ტრენერი, კონსულტანტი და ექსპერტი მარკეტინგული კვლევების მიმართულებით. მის მიერ ჩატარებული ძვირადღირებული მასტერკლასები საერთაშორისო დონეზე საკმაოდ დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით გამოირჩევა. ქართველი მსმენელებისთვის კი „პოზიციის“ ორგანიზებით მასტერკლასი უფასოდ გაიმართება.
საერთაშორისო ექსპერტი ისაუბრებს ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, PR-ის თანამედროვე გზებსა და მეთოდებზე. ასევე, ევროპული მედიისათვის ეფექტური და საყურადღებო მასალების შექმნის სტანდარტებზე, წარმატებული მედია სტრატეგიის შემუშავების წესებზე.
მასტერკლასი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მონაწილეებს კი სერთიფიკატებს თავად ვან დერ პუტი გადასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.