შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმა“-ს ხელშეკრულებას შეუწყვეტს
26-02-2021, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფას ახორციელებს, ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმა“-ს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

 


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია ავრცელებს.

 


„შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს მკაცრი კონტროლისა და დარღვევებზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკას.

 


ამ პოლიტიკის ფარგლებში, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს დარღვევების უსწრაფეს გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას.

 

 

სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, რის შემდეგადაც, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ წერილით მიემართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

 


მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკის გაგრძელებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, უზრუნველყოს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება“, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი