„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისში აქციას მართავენ
26-02-2021, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, თბილისში აქციას მართავენ, სახელწოდებით - „მარში თავისუფლებისათვის“.

 


ისინი ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

 

 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოში არსებული დიქტატორული რეჟიმი.

 


„უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ხალხი, რომლებიც შევეგუებით მონობას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე, ღირსეული ერი, რომელიც თვის სიტყვას აუცილებლად იტყვის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 

სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ მოუსმინოს იმ რჩევებს, რასაც მას აძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - გიორგი რურუა და ნიკა მელია საპატიმროდან და დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი