სალომე სამადაშვილი: „ქართულ ოცნებას“ დღეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - გიორგი რურუა და ნიკა მელია და დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე
26-02-2021, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქცია-მსვლელობაზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ მოუსმინოს იმ რჩევებს, რასაც მას აძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - გიორგი რურუა და ნიკა მელია საპატიმროდან და დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

 

 

„ამის ალტერნატივა „ქართული ოცნებისთვის“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის არის დასავლეთის მხრიდან შემუშავება მთელი რიგი ღონისძიებების, მათ შორის სანქციების, იმიტომ, რომ არავინ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილს დაუთმოს ეს ქვეყანა, რომელშიც გასული 30 წლის განმავლობაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უამრავი რესურსი დახარჯეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შექმნილიყო დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მივცემთ უფლებას ოლიგარქ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ წაართვას ქართველ ხალხს ის ისტორიული არჩევანი, რაც დიდი ხნის წინ გააკეთა - ჩვენი მომავალი ნატოში და ჩვენი მომავალი ევროკავშირში და თავისუფალი საზოგადეობა“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი