ანზორ მელია: „ერთი ნათელი პიროვნება იყო შედარებით მთავრობაში, გახარია და ისიც გადადგა და დარჩა ამ მდინარაძეების და კობახიძეების ამარა“
26-02-2021, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მისულმა ანზორ მელიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული ლიდერის, ნიკა მელიას მამამ, განაცხადა, რომ „ერთი ნათელი პიროვნება იყო შედარებით მთავრობაში, გახარია და ისიც გადადგა და დარჩა ამ მდინარაძეების და კობახიძეების ამარა“.

 


მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი მაშინ წავა დათმობაზე, როცა უცხოეთი გაუყინავს თავის სიმდიდრეს“ და არა მხოლოდ ივანიშვილის, „ღარიბაშვილის სანქციებიც უნდა დაიწყოს და ბევრი ვიღაცების“.

 


„მე მინდა გონს მოეგონ, არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება ქართველ ხალხთან. პრემიერ მინისტრი ჯერ კიდევ დანიშნული არ იყო და ყველა ველოდით მის სიტყვას და მუქარით რომ დაიწყო და მეორე დღეს განახორციელა, ჩემი შვილი აიყვანა, როგორც ტერორისტი. ეს იყო სამარცხვინო. როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში მთავრობის წევრებმა შემდგომ, როცა არ იქნებიან სათავეში. ისინი გაიქცევიან საქართველოდან იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მაგათ არ აპატიებს 23-ში, როგორც ტერორისტის ისე აყვანას. ვინ იყვნენ ესენი, კიბეებზე როგორც ვირთხები ისე მიძვრებოდნენ, „სვარკის“ აპარატები მიჰქონდათ. რა იყო? ნიკა ხომ დახვდა კაცურად, ხომ აჩვენა ამათ გაკვეთილი, როგორი უნდა იყოს ქართველი ლიდერი, ხელებაწეული, მომღიმარი, ყველას აფრთხილებდა, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ეგონათ რომ ესენი მუშტი-კრივს გაუმართავდნენ, ჩვენი ბიჭები და მოხდებოდა იქ საშინელება“, განაცხადა ანზორ მელიამ „მთავარ არხთან“ საუბარში და დამაატა:

 


„ბიძინა ივანიშვილი მაშინ წავა დათმობაზე, როცა უცხოეთი გაუყინავს თავის სიმდიდრეს. აი, ეს ერთადერთი შველა იქნება. მე მაქვს ამის იმედი მაქვს. ძალიან მალე დაიწყება სანქციები, მარტო ბიძინა ივანიშვილის არა, ღარიბაშვილის სანქციებიც უნდა დაიწყოს და ბევრი ვიღაცების“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი