ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. შავღელეში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.
სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.