ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ინფრასტრუქტურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის სპეციალისტი არარატ დარბინიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სედრაკ შახბაზიანი, სპეციალისტები და დეპუტატი ესწრებოდნენ.
დღეს 26 თებერვალს, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კათნატუ.
კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფ. დიდი ხანჩალი
სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;
სპორტული ინვენტარის შეძენა.
სოფ. პატარა ხანჩალი
სასმელი წყლის კაშხლის შეკეთება.
სოფ. კათნატუ
პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.