ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.
55 მეტრიდან ხტომაში პირველი ადგილი ესმერალდა და ალან გობოზოვებმა დაიკავეს. 30 მეტრიდან ხტომაში კი პირველი ადგილი ესმერალდა და კამრან ალიევებმა მოიპოვეს.
გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით, ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა შოთა როსტიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.