რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან „კრიმინალ“ გიორგი (ჟორიკა) რურუას გათანაბრება პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ანაქრონიზმია და სწორედ ეს არის „ნაციონალების“ მსოფლმხედველობა.
„ჟორიკა რურუა, ეს კრიმინალი, წყალწაღებული მთელი თავისი ცხოვრება, ინტერპოლით ჩამოთრეული საქართველოში თავის დროზე, სხვისი სახელით და სხვისი გვარით, ის გაუთანაბრეს თავისი პოლიტიკური წამყვანი პარტიის ლიდერს, ანუ წარმოიდგინეთ, სად არიან საერთოდ, რომ... ეხლა მელია რას წარმოადგენს სხვა საქმეა, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის ის არის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და გვერდზე უყენებენ ჟორიკა რურუას, იმიტომ, რომ ეგ არის მათი მსოფლმხედველობა“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ „პოსტივის“ ეთერში.
ხაინდრავა ასევე აცხადებს, რომ 26 თებერვალს, თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ხალხი არ მივიდა და ამის მიზეზი ისაა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია და მასთან ალიანსში მყოფი სხვა პარტიები „შულავერის კომიტეტია“, რომელსაც ბელადად „ამხანაგი ბურჯანაძე“ უდგას, რომელიც თავის „პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავ“ შვილთან ერთად, გავრილოვთან დაკავშირებით, მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს და ვლადიმერ პუტინს, 2019 წლის დეკემბერში, „ცრემლამდე მისული“ უხდიდა ბოდიშს, რისი დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც, ხაინდრავას თქმით, რუსეთის პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
„პირველად რაღაც რომ ხდება, ეს არის დრამა და მეორედ, ეს არის ფარსი. ეს არის ფარსი, ეს არის ნამდვილად შულავერის კომიტეტი, ეს არის ის, რასაც ეწაფება საქართველოში რუსეთი და აღარავინ აღარ მითხრას გავრილოვთან დაკავშირებით რამე, იმიტომ რომ ამ აქციებს ხელმძღვანელობს ქალბატონი, ამხანაგი, უფრო სწორად, რომელიც გულდაწყვეტილი, ცრემლამდე მისული ბოდიშს უხდიდა კოსაჩოვს, გავრილოვს, მთელ რუსეთს, პუტინს - ხელებს უკოცნიდა, რომ აი, ეს რა სირცხვილი ჭამა საქართველომ.
„ერთი ამ ხოშტარიას მინდა ვკითხო და ბოკერიას, ამ პროდასავლელებს, როგორ არის საქმე, თქვენი ბელადი ერთ-ერთი რომ ბოდიშს უხდის რუსეთს და კოსაჩოვს, ვუყურებთ ამას და თავის შვილთან ერთად, ის ამომავალი ვარსკვლავი რომ არის პოლიტიკის, იქ ჩადის და ლამის მუხლებს უკოცნის, როგორ არის ეს ერთმანეთთან?..
„მარგინალებო, როგორ არის თქვენი საქმე? აი, ბურჯანაძისთვის მარგინალები ხართ, მანდ ვინც დგახართ და კასაჩოვისთვის. ეს არის მათი სახე. გარყვნილება პოლიტიკური, სრული კრახი, ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ და მე მხოლოდ მრცხვენია იმ ადამიანების გამო, რომელიც ამ პოლიტიკურ ნაგავს და ჭაობს მხარს უჭერს, გინდა ამერიკაში და გინდა ევროპაში. იმედია, ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავანახოთ ვისთან აქვთ საქმე.
„ვინ არიან ეს ადამიანები? კასაჩოვის „შნირები“ და პუტინის „შნირები“ - ყველანი, ვინც იქ იყვნენ შეკრებილი, მამუკა ხაზარაძე მათ შორის, არიან პუტინის „შნირები“, კასაჩოვის, პუტინის მაინც იყვნენ. აი, გავრილოვზე რომ ბოდიშს უხდიან და ახლა ერთად დგანან სუყველანი, ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს არის რუსული თამაში. ესენი ემსახურებიან კასაჩოვის და პუტინის ინტერესებს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ნებისმიერ სასამართლოში გამომიძახონ და მიჩივლონ და ის რომ არის, გენერალური პროკურორის მოადგილე, თავდასხმებს და იმას რომ... გაბუნია, როგორ არის საქმე ერთი იმ ბოდიშის მოხდაზე, ერთი იქნება გვიპასუხო გვარამია, როგორ არის საქმე, ბოდიშს რომ უხდის იმაზე, რომ პუტინს აგინებს პირდაპირ ეთერში თქვენი პოლიტიკური ბელადი, ერთ-ერთი, როგორ არის, აგვიხსენი, დღეს რომ გამოხვალ ეთერში, იქნებ აგვიხსნა, ეს ერთმანეთთან როგორ ჯდება, როგორ დგახართ და წევხართ იქ ერთად იმ ტყლაპოში, პოლიტიკურში და როგორ უხდით იქ, მოსკოვში ბოდიშებს კასაჩოვებს და პუტინებს“, განაცხადა ხაინდრავამ "პოსტივის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.