საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
27 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 270 510 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 542-ით გაიზარდა და ის 264 589-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 14-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 499-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 933, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23966, PCR ტესტით - 10 967;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,07%, ბოლო 14 დღის - 2,07%, ბოლო 7 დღის - 1,76%;
კარანტინის რეჟიმში - 332;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 481;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 164.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 41, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 87, აჭარაში – 31, იმერეთში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 23 209 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.