ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია. მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. სწორედ ამ დღეს უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2″ და მისი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. „რუსთავი 2″ ითხოვს ყადაღით მიყენებული ზიანის – 700 000 აშშ დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას ქიბარ ხალვაშის მიერ.
დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი, რითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა.
როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.