„ნაციონალური მოძრაობის“ აქციების მხარდამჭერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშლა მხოლოდ დასაწყისია და კარვები დაიდგმება მთელ საქართველოში - დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ლაგოდეხით.
„კარვებით ვაპროტესტებთ, დავიწყეთ კარვებით. ეს მხოლოდ დასაწყისია, კარვების ქსელი იქნება მთელ საქართველოში - დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ლაგოდეხით.
კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. არა, პირიქით, უნდა შესულიყო. მე არ ვიყავი, 30 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ მიტინგს ვერ დავესწარი. იმდენად სპონტანური, იმდენად დაუგეგმავი, იმდენად უეცარი მიტინგი იყო, რომ ვერ მოვასწარი. მე შევიდოდი პარლამენტში და გავაპროტესტებდი, გამოვათრევდი იმ გავრილოვს გარეთ“, განაცხადა დუმბაძემ.
კითხვაზე, რამდენად ცივილიზებული ფორმაა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, დუმბაძემ უპასუხა, რომ ესეც კონსტიტუციური მეთოდია.
„ბიძინა ივანიშვილს დაუსვით ეს შეკითხვა. 2011 წლის 26 მაისს მე ვაპირებდი შეჭრას და რატომ მეუბნება, რომ გმირი ხარო?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი პარლამენტში შესვლას, არ მომწონდა სააკაშვილი, უნდა შევსულიყავი და პანღური ამომეკრა. რატომ მეუბნებოდა ივანიშვილი, ბატონო მურმან, შენ გმირი ხარ. მაშინ გმირი ვიყავი და ახლა აღარ ვარ თუ როგორ არის საქმე?! პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. რას ჰქვია, პარლამენტში პუტინი თუ შემოვა და დაჯდება, ჩვენ რა ვქნათ, ქალბატონ ჩახნაშვილს დავურეკოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ და რამე გავაკეთოთ?“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
კითხვაზე, მართებულ იყო თუ არა ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ სწორი იქნებოდა, ნიკა მელია პარლამენტში შესულიყო.
„ნიკა მელიას მოწოდება სწორია. ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე, უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებდი შეჭრასო და ძალიან ცუდი, თუ ამას ამბობს. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: შევიჭრათ და შევიდეთ, არ არის სწორი ოკუპანტთან გარიგება. კაცი, რომელიც ამბობს, რომ სოხუმი არ არის შენი; კაცი, რომელიც ამბობს, რომ ცხინვალი არ არის შენი; კაცი, რომელიც ყოველ დღე გაპატიმრებს, ეს გავაპროტესტეთ და ამის გამო მიჭერთ? პირიქით, ნიკა მელიას მედალი უნდა დავკიდოთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.