„ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მილიონერების დასახლებაში მდებარე ფეშენებელურ ვილას, წყნეთის ტყის მასივში 8 000 კვადრატული მეტრი უკავია.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სასახლეში მდიდრული წვეულება განსაკუთრებული სტუმრებისთვის 23 თებერვალს, 23 საათსა და 30 წუთზე „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს უკვე დაწყებული დახვდა. ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ ლიდერები მილიონერ დეპუტატებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან ერთად ერთობიან.
„ვერანდაზე მმართველი გუნდის წევრები დღის მთავარ მოვლენებს ანგუსის სტეიკისა და ბარბექიუს მოლოდინში განიხილავენ.
დაძაბული დღის კვალი არც მასპინძელსა და არც VIP სტუმრებს ეტყობათ. „შაბათის მთავარის“ კამერას აქ ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. დაბნეულმა დაცვამ „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს ჭიშკარი დიდი მოწიწებით გაუღო და კამერის თვალწინ ის პარალელური სამყარო ჩანდა, სადაც „ქართული ოცნების“ ელიტა გრანდიოზული წვეულებით აღნიშნავდა შტურმს - მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე.
პანორამული ვიტრაჟიდან კარგად ჩანდნენ წვეულების საპატიო სტუმრები, მომსახურე პერსონალი და მომღერლებიც - განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად.
დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენის შემდეგ დაცვამ ახალი დავალება - ოპერატორზე ძალადობა მიიღო.
მიწვეული სტუმრებიდან უხერხულობა პირველმა, დედაქალაქის მერმა იგრძნო. კახა კალაძემ შაბათის მთავარის გადამღები ჯგუფის მისვლისთანავე წვეულება მეუღლესთან ერთად დატოვა“, აღნიშნულია „მთავარი არხის“ სიუჟეტში, სადაც სტუმრების მასპინძელი ანტონ ობოლაშვილი აცხადებს, რომ თავის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ობოლაშვილის ბიოგრაფიაში მისი დაბადების თარიღად 1 მარტი წერია.
სოციალურ ქსელში, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს: „წვეულება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ნიკა მელიას დაპატიმრებას და ეს მაგონებს ცნობილ ისტორიას, როდესაც სისხლიანი ეჟოვი იმ ტყვიას, რითაც სტალინის მტერი ბუხარინი დახვრიტეს, არყის ჭიქაში აგდებდა და ისე სვამდა ბელადის გამარჯვებაზე სადღეგრძელოს. სხვათა შორის, სტალინი განრისხდა ამ ამბის გაგონებაზე და აუკრძალა ჯალათს ეს უზნეობა, მერე კი, ისიც დახვრიტა. ამრიგად, „ქოცები“ კოლექტიური ეჟოვები არიან.სხვა დასკვნას ამ კადრების ნახვიდან ვერ გააკეთებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.