(GUARDIAN.GE) - პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება გარდაუვალია, რაც იმის საწინდარი გახდება, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ბურჭულაძეს პროგნოზით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 23-დან 28%-მდე აიღებს მხოლოდ.
აღნიშნულის შესახებ გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ შაბათს განაცხადა.
„შემიძლია მივულოცო „ქართულ ოცნებას“, უკვე ჭაობში ვართ. რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებას, ეს არის ტრაგიკომედია. ვერ გაიგებ რისთვის არის ადამიანი დაკავებული. იძახიან ჭკვიანური სახეებით, „ოცნების“ დეპუტატები, რომ კანონი ყველასათვის არის კანონი, ვეთანხმები, რომ კანონი ყველასათვის არის კანონი, მაგრამ მთავარია, რომ კანონი არ იყოს მურუსიძის და იყოს ნამდვილი, თორემ ასე „კანონიერად“ ნელსონ მანდელაც იჯდა 27 წელი ციხეში. თქვენ რა გგონიათ? დაიჭირეს და ჩააგდეს და არ უთხრეს, რაზეა დაჭერილი? უთხრეს, რაზედაცაა დაჭერილი და ანახეს ასეთი კანონი, იქაური მურუსიძის და ასე დაიჭერს ეს ნელსონ მანდელა, 27 წელი იჯდა ციხეში. მთავარია, კანონი იყოს ნამდვილი, სახელმწიფოს კანონი და მაშინ არავინ არ შეეწინაღმდეგებოდა ამას.
„დღეს არის სრული განუკითხაობა და ერთადერთი გამოსავალი აქედან არის, ჩემი აზრით, სანქციები - სანქციები, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, ამაში მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვიცი ამერიკელების, როგორ მიმდინარეობს იქ პროცესი, ჯერ იწყებენ საუბარს, მაგრამ თუ დაიწყეს ამაზე საუბარი, ის ბოლომდე მიჰყავთ და როგორც კი შეეხება სანქცია ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რესურსებს, თანხას, იმავე წუთში „ოცნება“ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ გადაცდება ერთი წუთითაც კი. ეს ხომ არ არის პარტია, ჩემი აზრით, ნუ ეწყინებათ, ესენი, „ქართული ოცნება“ პარტია არ არის, „ქართული ოცნება“ არის დაჯგუფება, მე ახლა არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ სექტას უფრო ჰგავს და მას იდეა არ აქვს, მისი იდეა არის, როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება...
„რითი მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? მათი არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, გარდა იმისა, რომ გადაიბარეს ეს მურუსიძე და მთელი ეს ხალხი და მისცეს მათ უფრო მეტი გასაქანი და ახლა რა არის? მოვიდნენ მოტყუებით, მოატყუეს ხალხი, ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში და ახლა პოლიციით, სასამრთლოთი და პროკურატურით, ყველაფერს აკეთებენ, ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. აი, ეს არის, მეტი არაფერი არ ხდება. მათ იდეა არ აქვთ, როგორ განავითარონ საქართველო. პროგრამაში არც უთქვამთ სხვათა შორის არაფერი - ოღონდ არ მოვიდნენ „ნაცები“, სააკაშვილი მოდის, ამის შეშინებით და ამავე დროს, თვითონ გაყალბებული არჩევნებითაც კი წააგეს. რომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იმ 48 პროცენტს აიღებენ ახლა, რაც დაწერეს, აუცილებლად დანიშნავდნენ არჩევნებს, მაგრამ თვითონაც იციან, რომ 25%-ს, სადღაც 23-დან 28%-მდე აიღებენ, მეტი გამორიცხულია, ესეც მათ ხმას მისცემს ვინც დასაქმებულია, იმის შიშით, რომ არ დაკარგოს სამსახური. ამიტომაც, მარტო ერთადერთი გამოსავალი, ჩემი აზრით, არის სანქცია, ბიძინა ივანიშვილის სანქცია, რაც გარდაუვალია და მერე ბიძინა ივანიშვილს რაში სჭირდება ეს ხალხი“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.