ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ფეისბუქში, გახშირდა პოლემიკა პოლიტიკური ორიენტაციის თემაზე, თუ რომელი სახელმწიფო არის საქართველოს "ჭეშმარიტი" მეგობარი და საითკენ უნდა წარვმართოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი. მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები, რაზედაც ასეთი შინაარსის ტექსტი მომწერეს პირადში, - "თქვენ, მიკერძოებული ხართ! აბა, რატომ მიგაჩნიათ აშშ სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო რუსეთი ოკუპანტადო"?! - ამ მარტივ და ჩემთვის "საკვირველ" კითხვაზე, ასევე მარტივი პასუხი გავეცი...
რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს 2 რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მისი სამხედრო ბაზები არის განთავსებული ორივე ტერიტორიაზე! ამავდროულად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა" და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, რომ საქართველოს შემადგენელი 2 რეგიონის "დამოუკიდებლობა აღიარონ"! აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილები ახდენენ პატრულირებას ყოფილი "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ანუ საოკუპაციო ხაზის (ზოლის) გასწვრივ და რეგულარულად მიმდებარე ქართული სოფლებიდან იტაცებენ მოსახლეობას იმ ბრალდებით, რომ თითქოს, მათ "დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი"! რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით და შეგონებით, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ორივე რეგიონში განახორციელეს ქართველების ეთნიკური წმენდა და ამის შედეგად, 350 ათასი ქართველი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში!
ამერიკის შეერთებული შტატები ყველგან და ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს საქართველოს შემადგენელი 2 რეგიონიდან მათი საოკუპაციო სამხედრო ნაწილები! ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები განუწყვეტლივ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ მან დეზავუირება (გაუქმება) მოახდინოს მის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებების" და პატივისცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი დამსახურებაა, რომ მის მიერ დეკლარირებული "არაღიარების პოლიტიკის" წყალობით, მსოფლიოს არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ (მარგინალური:სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და კიდევ 2 კუნძულ - სახელმწიფოს გარდა!) არ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! ამერიკის შეერთებული შტატები დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან ქართველი დევნილების დაბრუნებას და მათი უსაფრთხოების დაცვას აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში!
ამიტომაა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი, ოკუპანტი და არამეგობარი!!!
პირიქით რომ იყოს, ანუ - ამერიკის შეერთებულ შტატებს ოკუპირებული და "დამოუკიდებლობა აღიარებული რომ ჰქონდეს" აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არ აღიარებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ უშვებდეს ქართველ დევნილებს საკუთარ სახლებში! ხოლო, რუსეთის ფედერაცია, რომ - მოუწოდებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისაკენ და ჩვენი 2 რეგიონის "დამოუკიდებლობების" გაუქმებისაკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისაკენ, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დევნილი ქართველი მოსახლეობის დაბრუნებისაკენ! - აი, ამ შემთხვევაში: ამერიკის შეერთებულ შტატებს მივიჩნევდი ოკუპანტ და მტერ სახელმწიფოდ, ხოლო რუსეთის ფედერაციას, სტრატეგიულ პარტნიორად და უახლოეს მეგობარ სახელმწიფოდ!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.