„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია იმართება ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სოფელ ნამოხვანის მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები არიან შეკრებილი და გიგანტური ჰესის მშენებლობას პროტესტს უცხადებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისაგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თურქულმა კომპანიამ რიონის ხეობა უნდა დატოვოს.
„მართლაც არნახული მასშტაბის აქციაა. ასეთი აქცია, მით უფრო ეკოლოგიური მოთხოვნებით მე არ მახსოვს და წლებია, შეიძლება ეროვნული მოძრაობის მერე არც ყოფილა. უმნიშვნელოვანესი რამ - გაიღვიძა ქუთაისმა, გაიღვიძა საქართველომ. დიდიჰესები ანადგურებს საქართველოს, ანადგურებს მოსახლეობას, ეკოლოგიურ გარემოს და ბუნებროვ მემკვიდრეობას და ამდიდრებს მხოლოდ ერთეულებს, ივანიშვილის თამადობით. დაუშვებელია ერთეულების მილიარდების გულისათვის სიკვდილის წინაშე დავაყენოთ ქუთაისი, ნახევარი დასავლეთი საქართველო. მეწყერული, სეისმური აქტივობებიდან გამომდინარე ნგრევის საფრთხეც მაღალია და ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს არნახული მასშტაბის კატასტროფაში“, განაცხადა აქციაზე მყოფმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.
რიონის ხეობის მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქციას უკვე 126 დღეა მართავს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კომპანია „ენკა“-ში კი აცხადებენ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება, პროექტი დააკმაყოფილებს ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების 20%-ს და გაზრდის შიდა წლიურ გენერაციას 15% -ით.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). ქვემო ნამახვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობი იქნება 5.1 კმ2 (შედარებისთვის, ენგურის ზედაპირის სარკის ფართობია – 13.1 კმ2; თბილისის წყალსაცავი – 11.6 კმ2; შაორის წყალსაცავი – 9.2 კმ2), ხოლო ზემო ნამახვანჰესის წყალსაცავის სარკე – 1 კმ2.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.