იმ მეწისქვილის ქალიშვილი, რომელი მეწისქვილეც 1990-იანებში ხალხს პურის მაგივრად ჯმიხას აჭმევდა და მისი ძმაკაცის ედ. შევარდნაძის თქმით, მასზე ჩაბარებულ რაიონში ადამიანებს ხურდა ფულსაც არ უტოვებდა ჯიბეში, ისე გაათავხედა ოკუპანტმა პუტინმა, რომ შალვა რამიშვილის გადაცემის შემდეგ, ენის ამოძრობა-ამოგლეჯითაც კი დაგვემუქრა!
საზოგადოებას არქივიდან, ანუ არცთუ ისე შორეული წარსულიდან და თანადროულობიდან მცირეოდენ ფაქტებს შევახსენებ (ძირითადის შემდეგისათვის ვიტოვებ):
ეს ის ქალბატონია, რომელიც არარაობადაა ქცეული ქართულ პოლიტიკაში და მხოლოდ საკუთარი ვაჟიღა შემორჩენია მხარდამჭერად!
ეს ის ქალბატონია, რომელიც მისივე სულიერი ძმების მიერ სასტუმროებიდან დევნილ ლტოლვილებს მოღალატეებს ეძახდა! ცოტა ხნის შემდეგ კი თავად ოკუპანტის პარადს ზეიმით იღებდა!
ეს ის ქალბატონია, რომელმაც მსხვერპლშეწირვა მიართვა მის „უძლეველ მხედართმთავარს“ 26 მაისს!
ეს ის ქალბატონია, რომელიც მისი პარტიის წევრების მკვლელებს პოლიტიკურ ნადიმებს უმართავს სხვადასხვა ტელეეთერებში და მერე ქართველთ უბედურებით ერთად ვერ გამძღარნი ერთმანეთში უსირცხვილოდ ხორხოცობენ!
ეს იმ ვაჟბატონის აღმზრდელი დედაა, რომელიც ფეხზე წარმომდგარი და ოვაციებით შეხვდა იმ სუბიექტს, ვინაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დავით გარეჯი საქართველო არასდროს არ ყოფილაო!
ეს ის ქალბატონია, რომელსაც უფლება რომ მისცე, ენას კი არა, მის სულიერ ძმა გივი თარგამაძესა და საფანჩატურეთთან ერთად სულსაც დიდი სიამოვნებით ამოგვაძრობს!
მაგრამ გპირდებით ამას თქვენ ვერასოდეს ვერ შეძლებთ!
და უფრო მეტიც, ქალბატონო ნინო, ვერ ხვდებით თორემ თქვენ „მგლის ბილეთით“ სამარცხვინოდ ხართ უკვე გაძევებული საერთოდ პოლიტიკიდან!
ედიშერ გვენეტაძე,
პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.