ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
22-10-2015, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.


,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ უწყებას და ორგანიზაციას, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში.


,,საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფორუმის ორგანიზებაში და მის წარმართვაში, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. მაღალი სტანდარტებით ჩატარებული ღონისძიება, ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ამაში დიდია ორგანიზატორების წვლილი“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ნაკლებად განვითარებული დარგების ასაღორძინებლად, ხელისუფლება ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს.


მათივე განმარტებით, პროექტი, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფის მექანიზმებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშავა. პროექტზე მუშაობა გრძელდება და მასში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.


"ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები, მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ეს შექმნის დამატებით სტიმულს მსხვილი ინვესტორებისთვის, რათა ისინი შემოვიდნენ ამ დარგებში, დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები. ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა პროექტი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დოკუმენტზე, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და შეჯერებულ ვარიანტს გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ჯავახაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი