ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
01-03-2021, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრისა და განცხადებების გაკეთების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.

 

 

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

 

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას. პრემიერ მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“,- აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 


დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას, ასევე გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს.

 

 

სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიშელმა ევროკავშირის სახელით მოუწოდა ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს პოლიტიკური სიტუაციის განეიტრალება საქართველოში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი