რუსეთის გამო, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა კვლავ არ მოახდენს პურის ფასის სუბსიდირებას, პური გაძვირდება
01-03-2021, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა, ამან სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსული ხორბალი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება, – განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

 


მისი თქმით, რუსეთმა მსოფლიოს ბაზარს დაანონსებულზე ნაკლები ოდენობის ხორბალი მიაწოდა და მისი ქმედების გამო მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა და იმ შემთხვევაში, თუ ქართული სახელმწიფო კვლავ არ მოახდენს პურის ფასის სუბსიდირებას, ის გაძვირდება.

 

 

„დღევანდელი დღიდან რუსეთიდან გამოგზავნილი ხორბლის საბაჟო გადასახადი 50 ევროა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა ხორბლის გამოტანაზე კვოტირება გააკეთა და ეს იქნებოდა 17,5 მილიონი ტონა ხორბალი, მაშინ საბაჟო გადასახადი არ იგულისხმებოდა. ამის შემდგომ განაცხადა, რომ უკვე 15 თებერვლიდან საბაჟო გადასახადი იქნებოდა 25 ევრო, ხოლო პირველი მარტიდან – 50 ევრო. ამ ყველაფერმა მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია ძალიან დაძაბა და მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა, რადგან შეიქმნა გარკვეული დეფიციტი, იქიდან გამომდინარე, რომ 17 მილიონ-ნახევარი ტონა ხორბალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე ადრე რუსეთს დაანონსებული ჰქონდა მსოფლიო ბაზრისთვის მისაწოდებლად.

 


„რადგან რუსეთმა საბაჟო გადასახადი გააძვირა, ამან სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. რაოდენობა რუსეთთან შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა ფასის მატების მხრივ ამან გარკვეულად დაბალანსების ეფექტი მოახდინა. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსეთი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება. რაოდენობრივად ყაზახური ხორბლის პოტენციალი არაა იმდენი, რომ მთლიანად ეყოს საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ გარდამავალი მარაგები, დაახლოებით თვე-ნახევარი-ორი თვის ყოველთვის გვაქვს, შესაბამისად, ამ მარაგების ხარჯზე, ვიდრე დაიწყებოდა საბაჟო გადასახადები, ჩვენც, როგორც სხვა ქვეყნებმა, შემოვიტანეთ გარკვეული რაოდენობა, რაც შევძელით. გაძვირების პროცესი სექტემბრიდანაა, ხორბლის ფასი იყო 200 დოლარი და ავიდა 300 დოლარზე. დღეს გარკვეული სტაბილიზაციაა, დაახლოებით 280-285 დოლარია, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია.

 


პური და ფქვილი არის პირველადი მოხმარების პროდუქცია, სახელმწიფომ ამის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ფასების გაძვირებასთან ერთად ეს ათლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარ იყო და ახლა 15 ლარიანი სუბსიდირებაა, რომელიც პირველ აპრილს მთავრდება. დღესდღეობით მუშავდება გარკვეული სცენარები, სახელმწიფომ პურის ფასი ისევ თუ არ დაასუბსიდირა, რა თქმა უნდა, გაძვირდება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი