ტფილისის ყველა დუქანი და ყველა სავაჭრო დახლი დაკეტილი იყო და ხალხი გულწრფელად გლოვობდა საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის დას და ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს, თეკლას
01-03-2021, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1846 წლის 11 მარტს ტფილისში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი ბრწყინვალება, საქართველოს მეფის ასული თეკლა, წმ. ეკატერინეს ორდენის კავალერი, პოლკოვნიკ, თავად ჯამბაკურ-ორბელიანის ქვრივი, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის და და ერეკლე მეფის უმცროსი ქალიშვილი.

 


სიკვდილის წინ თეკლა ბატონიშვილმა ისურვა მეფისნაცვალ მიხეილ სოლომონის ძის და მისი მეუღლის ელისაბედ ქსავის ასულ ვორონცოვების ნახვა. მოუთმენლად ელოდა მათთან შეხვედრას, რომელიც შემდგომ მთელი ორი საათი გაგრძელდა.

 


12 მარტს გამართულ პანაშვიდზე უამრავი ხალხი გამოეთხოვა მას, გვიანობამდე არ წყდებოდა უკანასკნელი პატივის მიგების მსურველთა რიგი.

მეორე დღეს, 13 მარტს დილის 9 საათზე, პოლიციის მოედნიდან, სადაც ცხოვრობდა განსვენებული, სიონის ტაძრამდე ქუჩა და მიმდებარე სახლების აივნები სავსე იყო ხალხით. მეფისნაცვლის მოსვლის შემდეგ ეგზარხოსმა ისიდორემ ჩაატარა მსახურება, რის შემდეგ ძველი წარჩინებული გვარის წარმომდგენლებმა ხელით წაასვენეს თეკლა ბატონიშვილის კუბო სიონის ტაძრისკენ.

 


ტაძარში ეგზარხოსმა და საეკლესიო წარჩინებულთა ერთად გადაიხადეს პანაშვიდი და ჩაატარეს ლიტურგია. შემდეგ ქართველ გრენადერთა პირველი ბატალიონის თანხლებით, ეტლზე დასვენებული სასახლე, ორი მუსიკალური ქოროს გალობით პროცესია გაემართა მცხეთისკენ. მოსკოვის „ზასტავასთან“ შემოუერთდათ კაზაკების და ჟანდარმერიის კონვოი. მოსკოვის „ზასტავამდე“ თეკლა ბატონიშვილი მიაცილა მეფისნაცვალმა ვორონცოვმა და მისმა მეუღლემ, სომეხთა პატრიარქმა ნერსესმა, გენერალიტეტმა და ყველა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა პირმა და უამრავმა ქართველმა თავადმა (რომლებიც იმ დროს ისედაც ტფილისში იყვნენ შეკრებილები თავად-აზნაურთა არჩევნებზე). ასეთი დიდებული და პატივდადებული ცერემონიალი მანამდე ტფილისს არ ახსოვდა, ნამდვილად ღირსი მაღალი რანგის და დიდი გვარის საკადრისი. ყველა დუქანი და ყველა სავაჭრო დახლი დაკეტილი იყო და ხალხი გულწრფელად გლოვობდა.

 


ერეკლეს ძლიერ უყვარდა თეკლა და სურვილი ჰქონდა, რომ ღრმა მოხუცებულობამდე ეცოცხლა მას, ხოლო გარდაცვალებისას დაემარხათ იგი მასთან ახლოს. სვეეტიცხოველში, მეფე ერეკლეს მესამე და ბოლო მეუღლისთვის, დარეჯანისთვის ადგილი იყო დატოვებული, ვინაიდან იგი პეტერბურგში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა, მისი სამარე მისმა შვილმა, ერეკლეს უმცროსმა და საყვარელმა ასულმა „თეკლა-ბიჭმა“ შეავსო.

 


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი