1 მარტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
"სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
2 მარტს დასახლების კრებები მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება შემდეგ სოფლებში:
პირველი გურიფული - 11 სთ.
მეორე გურიფული - 12 სთ.
ბულიწყუ - 11 სთ.
საკვიკვინიო - 12 სთ.
ჭიხუ - 13 სთ.
გაღმა ქარიატა - 11 სთ.
გამოღმა ქარიატა - 12 სთ.
გაღმა შუა ხორგა - 11 სთ.
გამოღმა შუა ხორგა - 12 სთ.
ყორათი - 13 სთ.
პირველი ხორგა - 13 სთ.
ყულევი - 13 სთ.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.