ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ორაკლი ღარიბაშვილს იგი ბოლოს 24 აგვისტოს შეხვდა და მას შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.
"რაც შეეხება სამთავრობო მესიჯებს, ზუსტად შემიძლია დაგისახელოთ დღე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. 24 აგვისტოს შევხვდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სადაც გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადამიხადა მადლობა როგორც მე, ისევე მთელს ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ. ამის შემდგომ არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ დასახელებულ 2013 წლის ბოლოს გამართულ შეხვედრას, ალექსი ახვლედიანი აღნიშნულ შეხვედრას ვერ იხსენებს. "ეს მე პირველად გავიგე, თან ნიკა ბრძანებს, რომ არსებობს ჩანაწერები. მე ამ შეხვედრას ვერ ვიხსენებ და დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.