კორუფციაში ბრალდებულ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
01-03-2021, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, 66 წლის ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის დასდეს მსჯავრი.

 

 

სარკოზი დამნაშავედ ცნეს მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ მოსამართლისთვის ქრთამით მოსყიდვის მცდელობაში, რაც მონაკოში პრესტიჟული სამუშაოს შეთავაზებით გამოიხატა.

 


სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი სასჯელს პირობითი მსჯავრის ქვეშ მოიხდის.

 

 

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოუტანა სარკოზის ადვოკატს, ტიერი ჰერცოგს და ასევე მოსამართლე ჟილბერტ აზიბერს. მათ ბრალი პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში დასდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი