საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი - აღნიშნულოი შეხვედრის ინიციატორი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეცდებიან, მოძებნონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ბაქრაძე ამბობს, რომ „უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია, გიორგი რურუა და შეწყდეს პოლიტიკური დევნა“.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს.
„ვფიქრობ, ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დავიწყოთ“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.