ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ის უნდა გაგრძელდეს
01-03-2021, 22:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლაპარკებას ალტერნატივა არ აქვს და ის უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული განცხადება მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 


მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, მაგრამ 2 კვირაში ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან.

 

 

„საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საკვანძოა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რათა ჩატარდეს რეფორმები კორუფციასთან საბრძოლველად, იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, სასამართლოს დამოუკიდებლობა რეალობაა საქართველოს ყველა ​მოქალაქისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა დავრწმუნდეთ, საერთო მიდგომა და საერთო მხარდაჭერა არსებობს, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისადმი. ეს ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი იარაღია ამ ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად, ამ ძლიერი სახელმწიფოს კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ასაყვავებლად. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, გამოვხატოთ, აქტიურად ვუსმინოთ განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგიდაზე ზოგიერთი ნაწილები დავდოთ, რათა ფასილიტაცია მოვახდინოთ დიალოგის ხელახლა წარსამართად. მე მოხარული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა პროგრესის მისაღწევად. ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ისევ გვქნება შესაძლებლობა, ვნახოთ, სად ვართ და იმედი მაქვს, ვნახავ, რა პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი