„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინციატივითა და მონაწილეობით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდებოდა, „ვინაიდან პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის“.
გოცირიძეს განცხადებით, ამერიკასა და ევროპაში „არავინ მისცემს უფლებას ოლიგარქსა და მის დამქაშებს, ქვეყანა თავისი ჭკუით მართონ და არჩევნები მიითვისონ“.
„პროტესტი რომ არა, დღეს ციხეში იქნებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც, არც ის საარჩევნო სისტემა იქნებოდა სანახევროდ პროპორციული, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გამოიღო სწორედაც რომ საერთაშორისო ზეწოლამ და ადგილზე პროტესტმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ და დაამატა, რომ პიკეტირების ასეთი ფორმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „მძიმე მდგომარეობაში“ აყენებს.
„დღევანდელი პიკეტი გაცილებით უფრო დიდი დისკომფორტის შემქმნელია, ვიდრე ათი ათასი კაცი ქუჩაში, რადგან ეს ადამიანები ძალიან სერიოზულ სირცხვილს განიცდიან, როდესაც თავიანთი ახლობლები, ოჯახი უყურებენ, როგორ შედიან სტვენით, საყვირებით, ძახილით, რომ ისინი არიან ერთი ადამიანის მონამორჩილი დეპუტატები. მე ვიყავი აქ ოთხი წელი და ძალიან კარგად ვიცი, რა უქმნით მათ დისკომფორტს. პატრიოტული ლოზუნგებით რომ უყვართ გამოსვლა, ყანწების ტრიალი და სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის ფიცი, ეს ადამიანები ახლა ტელევიზორში რომ უყურებენ, როგორ შედიან კურდღლებივით ამ პარლამენტში. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ურჩევნიათ, აქ ასი ათასი კაცი იდგეს ქუჩაში. პროტესტის ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, ასეთი პიკეტები, დიდი აქციები, რეგიონებში გამოსვლა, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ხალხთან მუშაობა, კაბინეტებშიც და ქუჩაშიც, ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, რათა ქვეყანა ავაცილოთ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლას“, – განაცხადა გოცირიძემ და დაამატა, რომ „ხელისუფლებას ზეწოლის გარდა სხვა ენა არ ესმის“ და „არავინ მისცემს უფლებას ოლიგარქსა და მის დამქაშებს, ქვეყანა თავისი ჭკუით მართონ და არჩევნები მიითვისონ“.
„ეს არის გზა, რომელიც არის ქვეყნისთვის უკეთესი, ვინაიდან სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ზეწოლა. ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, გუშინ ევროკავშირიდან, ნახევარი დახმარება ამ ხუთი მილიარდიდან ევროკავშირიდან შემოვიდა, მათ შორის გრანტები. ეს ფული რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ფინანსები ჩამოშლილი იქნებოდა, ლარი არ გვექნებოდა, პენსიებს ვერ დაარიგებდნენ. როდესაც რეგიონში სახელმწიფოს ასეთ უმნიშვნელოვანეს დახმარებას უცხადებს ამერიკა და ევროპა პანდემიის პერიოდში, არავინ მისცემს უფლებას ოლიგარქსა და მის დამქაშებს, ქვეყანა თავისი ჭკუით მართონ და არჩევნები მიითვისონ. ამიტომ, ზეწოლის გარეშე სხვა ენა არ ესმის ამ ხელისუფლებას, რა ენაც ესმის, იმ ენით ვლაპარაკობთ“, განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.