ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია
02-03-2021, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

მან თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას აღუთქვა სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, დაუდასტურა მისი „მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“.

 

 

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ინტერესებს. როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას აღვუთქვი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი