კახა კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო მოლაპარაკებებზე, დღეს ისევ რადიკალიზმი გაუგებარია
02-03-2021, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ საუბარი დაიწყო მოლაპარაკებებზე, დღეს ისევ რადიკალიზმი გაუგებარია, პარტიებს ეს სასიკეთოს არაფერს მოუტანს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირების კომენტირებისას.

 


„ეს გაუგებარია, რადგან გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია.

 


ეს პირველ რიგში იმ კონკრეტულ პარტიებს, ვინც ამას აკეთებს, არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს, ამას მომავალიც აჩვენებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კონკრეტულ წინადადებებს ოპოზიციასთან შეხვედრებთან დაკავშირებით, კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭო ამაზე იმსჯელებს.

„პოლიტსაბჭო უახლოეს მომავალში, ამ დღეებში გაიმართება. რაც შეეხება კონკრეტიკას, მომავალი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მან თქვა, რომ მიესალმება დიალოგს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები აჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა და ქვეყანა გამოვიდეს დაპირისპირებებიდან.

 


„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, გუშინ საუბარი იყო იმაზე რომ, დიალოგის დაწყება აუცილებელია, ამას ყველა დაეთანხმა. კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეგვეძლოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ, მგონია, ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა და გადაწყვეტილებების მიღება.

 


საუბარი იყო სხვადასხვა საკითხებზე, ამ საკითხებიდან ბევრს ისედაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილება მიღებულია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. მე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი