იან კელი: პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ
23-10-2015, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ, დიალოგისკენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ფიქრობს ის ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებების შესახებ. აღნიშნული განცხადება ელჩმა გუშინ, ბათუმში, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ხომალდ "პორტერზე" გამართული მიღების შემდეგ გააკეთა.


მისი თქმით, იგი არ არის ქართველი ხალხის არჩეული და მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი კომენტარის გაკეთება. თუმცა,  ელჩმა აღნიშნა, რომ გუშინ ჰქონდა საშუალება,  გაცნობოდა რამდენიმე "კარგ განცხადებას", მათ შორის  - საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებებს.


"მქონდა შესაძლებლობა,  გავცნობოდი რამდენიმე განცხადებას და მათ შესახებ ანგარიშს. არ გახლავართ საქართველოს მთავრობის წევრი, არ ვარ ქართველების მიერ არჩეული და ამდენად,  ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი კომენტარის გაკეთება, თუმცა აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ნამდვილად კარგი განცხადება ვიხილე დღეს. ეს განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ, დიალოგისკენ, ასეთი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის და საქართველოს სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომელშიც კარგი მოწოდება იყო დიალოგისკენ. ვთვლით, რომ ზუსტად ეს არის, რაც ჩვენს ქართველ მეგობრებს საქართველოში სჭირდებათ - დიალოგი", - აღნიშნა იან კელიმ.


 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი