„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიტიკური საბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო ბარიერი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან პარტის ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, თუმცა, ეს საკითხი მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რის გამოც მას მხარს დაუჭერენ.
„საარჩევნო ბარიერი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებას. თუმცა მცირე პარტიებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაყენებდით მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ საკითხს და მომავალშიც დავუჭერთ მხარს. ზოგადად, ის, რომ უნდა გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების მიზნით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა მოხდეს იმ ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც გატარდება მოლაპარაკების შედეგად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.