გიგი უგულავა: გუშინდელი შეხვედრების შემდეგ, ღარიბაშვილი გამოვიდა და კვლავ უსინდისოდ სპეკულირებდა კარტოგრაფების საქმეზე და იგივენაირად იყო გაყეყეჩებული, როგორც პარლამენტში დამტკიცებისას
02-03-2021, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არსად გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ, ვიდრე სულ ცოტა, რაიმე ტიპის შეხვედრა არ ჩაინიშნება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ გუშინდელი შეხვედრების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა, რაც ხელს არ შეუწყობს მის მიერ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

 


„ერთ ღამეში შეიცვალა ერთი ის, რომ ალბათ, ვიღაცამ ღარიბაშვილს ყური აუწია, მეორე ის, რომ იგრძნეს, რაღაცნაირად უნდა შეეთამაშონ საკუთარ ამომრჩეველს და ისევ დაიწყეს იმავეთი კვება. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და კვლავ უსინდისოდ სპეკულირებდა კარტოგრაფების საქმეზე და იგივენაირად იყო გაყეყეჩებული, როგორც პარლამენტში დამტკიცებისას. ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს პარტნიორების მიმართ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მან აიღო.

 


აქციები მანამდე იყო დაანონსებული. აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის სხვა, პარალელურ პროცესთან. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ, ვიდრე სულ ცოტა, რაიმე ტიპის შეხვედრა არ ჩაინიშნება. ჩვენ მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ არ აპირებს, უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი