„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ
02-03-2021, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, 2020 წლის 30 ოქტომბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის გადასახადების სუბსიდირების შესახებ.

 

 

იმდენად რამდენადაც, ზემოთ აღნიშნულ 2020 წლის ნოემბერ- დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, რამაც იძულებული გახადა მთავრობა კიდევ უფრო გაემკაცრებინა შეზღუდვები, ამას თან დაერთო სუსხიანი ზამთარი, მოსახლეობის სოციალ ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

 


იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებლის აღება ხდება ყოველი თვის 11-13 მდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელის 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება (გაზის მოხმარებისთვის სუბსიდირება მოხდა 2020 წლის 11-13 ოქტომბრიდან 11-13 ნოემბრამდე, ხოლო ელექტროენერგიის 17-20 ოქტომბრიდან 17-20 ნოემბრამდე) და ეს ასევე ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ მიღებული 30 ოქტომბრის სუბსიდირების დადგენილების მე-2 მუხლის ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ "პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად".

 


აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, არსებული სიტუაციიდან გამოდინარე, სუბსიდირების ვადა გახანგრძლივდეს კიდევ ერთი თვით, 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით. მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი