საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 271 739 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და ის 265 805-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 9-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 541-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 742, PCR ტესტით - 10 607;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,42%, ბოლო 14 დღის - 1,7%, ბოლო 7 დღის - 1,3%;
კარანტინის რეჟიმში - 258;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 477;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 151.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.