თბილისში სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. №140 და №149 მარშრუტზე მომუშავე მძღოლები სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მენეჯმენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და დღიური გეგმის უცვლელად დატოვებას დაჰპირდნენ.
მძღოლები კომპანია "თბილლაინის" ხელმძღვანელობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც მათი დღიური გადასახადი გეგმა 50 ლარიდან 65 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც მათ უწევთ, რის გამოც გეგმის მატება მათთვის მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.