ალექსი ახვლედიანი: არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი
23-10-2015, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, - ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.


მან ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ იგი ოთხშაბათს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.


"მე უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, ანუ გუშინ, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა "რუსთავი 2"-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. სამწუხაროდ ამ მცირე დროის ინტერვალში ვერ შევძელი, რომ ნიკას შევხვედროდი. ჩემი დევიზია ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა გუშინ ალექსი ახვლედიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი