ვფიქრობ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საჭიროებს დაუყოვნებლივ მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას, – განაცხადა თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მხარდამჭერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოსა და თურქეთს საერთო გამოწვევები აქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.
„ცოტა ხნის წინ დაგეგმილი იყო სამმხრივი შეხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, არ შედგა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. მივიღე შემოთავაზება ჩემი თურქი კოლეგის მხრიდან, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი განხორციელებულიყო და გვქონოდა საშუალება, გვემსჯელა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით, არამედ რეგიონალურ კონტექსტშიც.
მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი, ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში, ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ შავი ზღვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება, როგორც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე შავი ზღვის რეგიონის მიღმა და ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ბუნებრივია, არის პანდემია. კოვიდის პერიოდში თურქეთის დახმარება საქართველოსთვის იყო ხელშესახები, სერიოზული. თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვენლოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და თანამშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.